“რა უნდათ ჩემი შვილისგან?”- ლექსო ლაშქარავას დედა ხელისუფლებას მიმართავს.
“სად იყოვო? – 4 დღე რომ დილა-საღამოს ადამიანს მორფს უკეთებდნენ, იმას რა უნდა ფონიჭალაში მითხარით. რა უნდა იშოვოს, ან რატომ? რისთვის? ნარკომანი იყო ჩემი შვილი? ამისი დამტკიცება უნდათ?
მოიპარეს ჩემი შვილი, ცელოფნით წაიყვანეს, “ნასილკაც” არ აღირსეს. ჩემთვის, ოჯახისთვის რას უნდა ნიშნავდეს ჩემი შვილის გაფუჭება რომ უნდათ, ამაზე მეტი გაფუჭება რა არის? ჩემი შვილისთვის ხომ სულერთია, ჩემთვისაც სულერთია, მე მკვდარი დედავარ, მაგრამ ჩემი შვილისშვილისთვის? – რომ ვინმემ წამოაძახოს? რას აკეთებენ?”-აცხადებს ლექსო ლაშქარავას დედა.