spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. მისი ოჯახი, ახლობლები, კოლეგები და მეგობრები დღეს საფლავზე შეიკრიბნენ.

 

ლექსო ლაშქარავას დედას თინათინ კახიძეს იმედი არ აქვს, რომ ხელისუფლება მისი შვილის გარდაცვალების საქმეს რეალურად გამოიძიებს და დამნაშავეებს დასჯის.

 

“ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის სადარბაზოში სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში, 11 ივლისს გარდაიცვალა.

 

შსს-მ სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირება დაასახელა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები