spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო

შსს-ს ინფორმაციით, ტელეკომპანია “ტვ 1”-ის ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

“დაინიშნება შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მოძალადეების მიერ სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

Front News International “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები