“ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი საგამოძიებო უწყებისგან საქმის მასალების დროულად გადაცემას, ასევე მოძალადეებისა და ორგანიზატორების დადგენასა და სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
“საქართველოს გენერალურ პროკურატურას მივმართეთ განცხადებით, საქმის სრული მასალების გადმოცემის თაობაზე და შესაბამისად, ახლა ველოდებით პროკურატურისგან პასუხს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, როგორც ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, 5 ადამიანია დაკავებული, თუმცა ამ ჯგუფურ ძალადობას ორგანიზებას უწევს გარკვეული სახის პირები. მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს ამ პირების იდენტიფიცირება, თუ არადა, თუ უმოკლეს ვადებში არ იქნება ამ საკითხებზე გადაწყვეტილება მიღებული, ბუნებრივია, ჩვენ შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებს მივმართავთ”, – განაცხადა ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატმა ბექა თაკალანძემ.