spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან ანთაძე – ლევან ვარშალომიძე თავისუფალია, მაგრამ მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები

ლევან ვარშალომიძე თავისუფალია, მაგრამ მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ანთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.

“როგორც მოგეხსენებათ, გუშინ დააკავეს ლევან ვარშალომიძე რუსეთის უკანონო მოთხოვნის საფუძველზე. დღეს ის თავისუფალია, მაგრამ მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები და იმედს ვიტოვებთ, რომ დროულად ამოიწურება ეს უსიამოვნო ვითარება ჩვენს მეგობარ ყაზახებთან და ლევანი დროზე დაბრუნდება საქართველოში”, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ვარშალომიძე 18 მარტს ყაზახეთის საზღვარზე დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები