ჭკვიანი კაცი, სააკაშვილი ციხეში ჩაჯდა, ეს უკვე იყო მორალური გამარჯვება. გამარჯვებული სააკაშვილი ბევრ რამეს ეტყვის ჩვენ საზოგადოებას, – ამის შესახებ ფილოლოგმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის შიმშილობას პოლიტპატიმრები რომ აფასებდნენ, იტყოდნენ, რომ ღირსეულად მიიყვანა საქმე ბოლომდე.
“მე მეუბნებოდა, შენი ბიოგრაფია რომ მქონოდა, კარგი იქნებოდა, მაგის დრო ყოველთვის არის მეთქი, მეც ვეუბნებოდი. მე მეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო. ის, რომ მან ამდენი დღე გაძლო, ეს მიუთითებს სულიერ სიმხნევეზე. ინგლისელები ამბობენ, შიმშილობა – ესაა გადაწყვეტილება. ადამიანს შეუძლია 45 დღე გაძლოს, ესაა მაქსიმუმი. 30 – ეს ძალიან კრიტიკული დრო არის. ახლა უკვე აღარავინ უნდა მიაქციოს ყურადღება, თვითონ რას იტყვის, ექიმები უნდა მიესიონ და გადასხმები გაუკეთონ.
შიმშილობა უნდა დამთავრდეს, ოღონდ ის თვითონ არ დაამთავრებს, ეს გასაგებია, მაგრამ…
ყველაფერი გააკეთა მან, პოლიტიკური პატიმარი არის და ჩვენი პოლიტპატიმრები რომ აფასებდენ, იტყოდნენ, რომ ღირსეულად მიიყვანა საქმე ბოლომდე. ამის მერე უკვე სიკვდილია და სიკვდილი არ არის ამოცანა, არ არის მიზანი და არც თვითმიზანი არის, იგი აბსოლუტურად ჯანსაღია ამ თვალსაზრისით, ამიტომ ექიმების როლი ახლა განსაკუთრებულია, სწორი გადასხმებით და ნელ-ნელა უნდა დაბრუნდე ყველაფერი”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, შიმშილობას მომზადება სჭირდება, სააკაშვილი კი “მოყვარული” მოშიმშილე აღმოჩნდა და ძლიერი ნება გამოავლინა.
“შიმშილობა მთელი ხელოვნებაა, ჩვენ გვყავდა პროფესონალი მოშიმშილე ზონაში… მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ, მოყვარული მოშიმშილე აღმოჩნდა. ეს ცოტა უცნაურია, ვინმე უცებ რომ გამოვიდეს და 100 მეტრი ისე გაირბინოს, თითქოს მთელი ბავშობა ვარჯიშობდა ამაში. ძალიან ძლიერი ნება გამოავლინდა. საქართველოში რომ ჩამოვიდა, ეს უკვე ნიშნავდა, რომ მან სერიოზულად გაიაზრა ყველაფერი და ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელზეც პასუხი არ არსებობს. რამდენიც უნდა იქილიკონ და რამდენიც უნდა იცინონ, ხო ნათელია, რომ ასეთი ნაბიჯის გადამდგემელი ბიძინა ივანიშვილი არ არის. ერთხელ თქვა, ჭკვიანი კაცი ციხეში არ ჩაჯდებაო, სერვანტესი და დოსტოევსკი დეგენერატები ყოფილან და ბიძინა ყოფილა გენიოსი. ჭკვიანი კაცი, სააკაშვილი ციხეში ჩაჯდა, ეს უკვე იყო მორალური გამარჯვება. თუ ვინმეს დააკლდა და რამე აქვს კიდევ სათქმელი, მაგასაც იტყვის, მაგის დროც დადგება. გამარჯვებული სააკაშვილი ბევრ რამეს ეტყვის ჩვენ საზოგადოებას. საერთოდ, უკვე საინტერესოა ამ დღეების შესახებ მისი ფიქრები, საზოგადოებას უკვე უნდა აინტერესებდეს. ამიტომ სიძულვილის, ზიზღის და ბოროტების თესვა ჩვენს ხელისუფლებას არაფერს მოუტანს, დადიან იმ დონეზე, რა დონის ხალხსაც დაატარებენ იქეთ-აქეთ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.