spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – არასამთავრობოები დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებენ თუ ხელისუფლების ფინანსებზე იქნებიან დამოკიდებულებები

ცინიკურია პრემიერ-მინისტრის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებენ თუ ხელისუფლების ფინანსებზე იქნებიან დამოკიდებულებები.

“ცინიკურია პრემიერ-მინისტრის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე. ცხადზე უცხადესია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებენ თუ ხელისუფლების ფინანსებზე იქნებიან დამოკიდებულებები. მათი საქმიანობა სწორედ ობიექტურობას და დამოუკიდებლობას უკავშირდება, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი სამოქალაქო სექტორების განვითარებაში.  პირიქით, ეს იქნება არჩევნების გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ  სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები