spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ასეთი უწყების ხელმძღვანელ პირებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა უნდა ჰქონდეთ

როცა საუბარია ყველაზე მნიშვნელოვან კანონზე და მისი აღსრულების მექანიზმებზე, ასეთი უწყების ხელმძღვანელ პირებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა უნდა ჰქონდეთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია “რუსული კანონის” გამოყენებით ჩაახშოს განსხვავებული აზრი.

“როცა საუბარია ყველაზე მნიშვნელოვან კანონზე და მისი აღსრულების მექანიზმებზე, ასეთი უწყების ხელმძღვანელ პირებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ისევე, როგორც ამ კანონის მიღებას არ ჰქონდა არანაირი საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა, ასევე იმ პირებს, რომლებიც არიან დანიშნულები, არა აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია და ნდობა, თუნდაც უკანონო კანონის აღსრულების კუთხით. ამ ხელისუფლებას აქვს ერთი მიზანი, რუსული კანონის გამოყენებით ჩაახშოს განსხვავებული აზრი და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტს, რომელსაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა ევალება, სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები