spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ იმას, რომ შეიქმნას სხვა დამატებითი პოლიტიკური ცენტრები

ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პროევროპულ პარტიასთან საზოგადოებისთვის ცნობილია, რომელია ასეთი პარტია, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

ლევან ბეჟაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც შეძლონ ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება 

 

“ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პროევროპულ პარტიასთან. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომელიცაა პროევროპული პარტია. ეს არის “ლელო”, “გირჩი – მეტი თავისუფლება“ და სხვა პარტიები, რომლებიც აქტიურად საქმიანობენ პოლიტიკურ ასპარეზზე. 

 

გახარიას პარტიასთან ხალხის ინტერესების შესაბამისად, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. 

 

მნიშვნელოვანია ასევე, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც შეძლონ ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება და ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ იმას, რომ შეიქმნას სხვა დამატებითი პოლიტიკური ცენტრები, რომლებიც ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებს”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები