spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის ემხრობა ოპოზიციაში სტრატეგიული ერთიანობას

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის ემხრობა ოპოზიციაში სტრატეგიული ერთიანობას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოს“ ეს მორიგი ინიციატივაც მისასალმებელია და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ოპოზიციის ერთიანობით მიიღწევა ხელახალი არჩევნები.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ემხრობა ოპოზიციაში სტრატეგიული ერთიანობას, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას, სწორედ ამით განპირობებული, რომ ჩვენ იმთავითვე ერთიანი სიის მომხრე ვიყავით და ახლაც ვთავაზობთ ოპოზიციას ერთიანი სტრატეგიის მეშვეობით უზრუნველყოთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ამიტომ „ლელოს“ ეს მორიგი ინიციატივაც, ბუნებრივია, მისასალმებელია და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ოპოზიციის ერთიანობით უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

“ძლიერი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მანდატების დატოვებისა და სიების ჩახსნის პროცედურული ქმედება ერთობლივად, ერთ დღესა და ერთ დროს განახორციელონ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები