spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – გადაწყვეტილება, რომელსაც აშშ საგარეო პოლიტიკაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში მიიღებს, საქართველოსაც შეეხება

გადაწყვეტილება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საგარეო პოლიტიკაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში მიიღებს, საქართველოსაც შეეხება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტრამპის სამომავლო პოლიტიკა იქნება ქმედითი და აქტიური საერთაშორისო ასპარეზზე.

“ტრამპის სამომავლო პოლიტიკა იქნება ქმედითი და აქტიური საერთაშორისო ასპარეზზე, ამიტომ, ბუნებრივია, რომ მთავარი ორიენტირები ტრამპის საერთაშორისო პოლიტიკის იქნება რუსეთი, ჩინეთი, ირანი, მაგრამ იმავდროულად უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო, სამწუხაროდ, მოექცა ამ ბოროტების ზოლში და საქართველო დღეს აღიქმება რუსეთის, ჩინეთის, ირანის პოლიტიკურ პარტნიორად, ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საგარეო პოლიტიკაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში მიიღებს საქართველოსაც შეეხება.

ჯო უილსონის განცხადებაც, რომ სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილი არის, ამ პროცესის დასაწყისია”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები