spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – გამოითქვა სურვილი, რომ ამ ფორმატებშიც ჩართვა მნიშვნელოვანი იქნებოდა პროცესისთვის

ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“ საკომიტეტო მოსმენების ფორმატს და სესიას, სადაც ღიად და საჯაროდ შევძლებთ ყველა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

“ოპოზიციას შეთავაზებული აქვს „ქართული ოცნებისთვის“ სამუშაო ფორმატი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს არის რიგგარეშე სესიის მოწვევა, რომელიც 18 ივლისიდან მოწვეულია და დღემდე შეიძლება, რიგგარეშე სესიები ჩაინიშნოს, გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. ასევე საკომიტეტო მოსმენები არის ის ოფიციალური, ინსტიტუციონალიზებული საპარლამენტო ფორმატები, რომელში მუშაობას ჩვენ ვაპირებთ. რაც შეეხება სხვა ფორმატებში მუშაობას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ ევროპარლამენტარებთან. გამოითქვა მათი სურვილი, რომ ამ ფორმატებშიც ჩართვა მნიშვნელოვანი იქნებოდა პროცესისთვის. თუმცა პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით მიიღებს, უახლოეს პერიოდში იმსჯელებს, სავარაუდოდ, კვლავ დავრჩებით იმ ფორმატში, რომელიც ოფიციალური და ინსტიტუციონალიზებულია, ეს არის საკომიტეტო მოსმენები და რიგგარეშე სესიის ფორმატი.

 

ოპოზიციას საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის ასეთ ფარულ სამუშაო ჯგუფებში და კომისიებში. საერთო სასამართლოების შესახებ რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი რვა თვეა შექმნილი და მხოლოდ სამჯერ შეიკრიბა; არანაირი წინსვლა და გადაწყვეტილებები არც კი მიიღება. რაც მიუთითებს, რომ სამუშაო ჯგუფები „ქართული ოცნების“ პირობებში არის არაეფექტური, არაქმედითი და მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ პროცესის გაწელვას, რაც, ბუნებრივია, ჩვენს ინტერესში არ უნდა შედიოდეს; ამიტომ ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“ საკომიტეტო მოსმენების ფორმატს და სესიას, სადაც ღიად და საჯაროდ შევძლებთ ყველა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები