spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში, უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ გეგმას, როგორ ვაპირებთ შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობას

გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში და უახლოეს პერიოდში, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, საბოლოო გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას თუ როგორ ვაპირებთ რუსული რეჟიმის პირობებში შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია არ აპირებს ამ რეჟიმში საქმიანობას.

 

“ივანიშვილმა ქვეყანაში გააფორმა რუსული რეჟიმი. ამ კანონის მიღება ნიშნავს ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის გაფორმებას, ამიტომ დღეს ქვეყანაში აღარ დარჩა ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხის ინტერესს. ასი ათასობით ხალხი დღეს დგას საქართველოს დედაქალაქში, რეგიონებში, სოფლებში, ყველა აპროტესტებს რუსული კანონის მიღებას და შესაბამისად, რუსული რეჟიმის გაფორმებას. ამიტომ, როდესაც ასეთი ვითარება არის, ქვეყანაში რჩება მარტო რამდენიმე ინსტიტუცია, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუცია და საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც წარმოადგენს დღეს ხალხის ხმას და ხალხის ინტერესებს. ამ რეჟიმში, როდესაც ქვეყანაში რუსული რეჟიმი, გაფორმდა, წარმოუდგენელია ნორმალური საპარლამენტო მუშაობა და დღეს ვიხილეთ, რომ  საპარლამენტო უმრავლესობა პრაქტიკულად პოლიციის გაგრძელება იყო საპარლამენტო დარბაზში, როდესაც არცერთ დეპუტატს ოპოზიციიდან არ აძლევდნენ ნორმალური გამოვლის საშუალებას, ამიტომ ჩვენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია და ოპოზიციის უმრავლესობა არ ვაპირებთ ამ რეჟიმში ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში და უახლოეს პერიოდში, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, საბოლოო გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას თუ როგორ ვაპირებთ რუსული რეჟიმის პირობებში შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობას”,  – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

“ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ბოიკოტის რეჟიმზე გადადის პარტია “ლელოც”. რაც შეეხება “გახარია საქართველოსთვის” გუნდს, ისინი ბოიკოტზე უარს აცხადებენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები