“ნაციონალური მოძრაობის” წევრს ლევან ბეჟაშვილს შს მინისტრთან კითხვები აქვს. როგორც ბეჟაშვილი აცხადებს, მთავარი კითხვაა: როდის დატოვებს ის თანამდებობას.
“გომელაური უნდა მოვიდეს პარლამენტში, გასცეს ყველა კითხვას პასუხი და უნდა მოვიდეს იმისათვის, რომ მერე წავიდეს თანამდებობიდან. იმიტომ რომ, თუკი ამ ქვეყანაში არსებობს ღირსება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გომელაურმა, ლილუაშვილმა, ღარიბაშვილმა პირველ რიგში უნდა იკისრონ ეს პასუხისმგებლობა და გადაგდნენ თანამდებობიდან, როგორც ამას ითხოვს მედია, საზოგადოება და რისი მოლოდინიც არსებობს მთელს ქვეყანაში.
ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, დავსვამთ ყველა კითხვას, მაგარამ მთავარი კითხვა იქნება, როდის გადადგება ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და გომელაური”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. გომელაურის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.