spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ის, რაც “ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა ირაკლი კობახიძის პირით, დაემსგავსება ისევ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ

ოლიგარქის ცნებასთან დაკავშირებით სტანდარტები ევროპული კანონმდებლობიდან უცვლელად უნდა გადმოვიღოთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. 

 

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის გეგმის განხორციელების შემთხვევაში,  პროცესი  შეიძლება, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებში გადაიზარდოს. 

 

“ბუნებრივია,  ოლიგარქის ცნებასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო სტანდარტები.  ოლიგარქად მიიჩნევა პირი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ბიუროკრატიასა და   ჩინოვნიკების გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას, პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული და მედიაზე აქვს კონტროლი. ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შეესაბამება. შესაბამისად, ეს სტანდარტები უცვლელად უნდა გადმოვიღოთ ევროპული კანონმდებლობიდან და დავადგინოთ ქართულ რეალობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა ირაკლი კობახიძის პირით, დაემსგავსება ისევ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

 

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,  დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონს თუ  დავაკოპირებთ და გადმოვიტანთ,  ოლიგარქებად ჩაითვლებიან კეზერაშვილი,  ხაზარაძე,  სააკაშვილი და არა ბიძინა ივანიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები