ივანიშვილი აკვარიუმის მეშვეობით ესაუბრებოდა საქართველოს მოსახლეობას და აბსოლუტურად არაფერს არ სთავაზობდა ახალს, სთავაზობდა ისევ ძალადობას ოპოზიციაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” კომენტარები მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ მათ ყველანაირი კონტაქტი დაკარგეს ხალხთან.
“ივანიშვილი აკვარიუმის მეშვეობით ესაუბრებოდა საქართველოს მოსახლეობას და აბსოლუტურად არაფერს არ სთავაზობდა ახალს, სთავაზობდა ისევ ძალადობას ოპოზიციაზე, გაუქმებას ოპოზიციის, არასამთავრობოების, მედიის და მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობდა.
დღეს ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია უმძიმესია – “ქართული ოცნების” კომენტარები კი მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ მათ ყველანაირი კონტაქტი დაკარგეს ხალხთან.
“ოცნების” მმართველობის დროს, ამ 12 წელიწადში თითქმის ერთ მილიონჯერ გავიდა საქართველოს მოქალაქე საქართველოდან ემიგრაციის მიზნით.
მდიდრდება კლანი, ვინც საკუთარ შვილებს ჩარტერით უშვებს სასწავლებლად, ვინც შავი ფულით 80 მილიონი ლარის ახალ ოფისს აშენებს დეკლარირების გარეშე”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
გუშინ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” სჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” გასასამართლებლად.