ივანიშვილის პარტია არ დათმობს ძალაუფლებას არჩევნების გზით, მაგრამ მათ არავინ ეკითხება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის გაბრაზება და ორგანიზებულობა, რაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აპრილისა და მაისის თვეებში აჩვენა, უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის.
“გადაწყვეტილება, რომ “ქართულმა ოცნებამ” უნდა დატოვოს ხელისუფლება, საქართველომ უნდა დაიბრუნოს ევროპული პერსპექტივა მიღებულია, ახლა საზოგადოების, პოლიტიკოსების არასამთავრობო ორგანიზაციების ვალდებულებაა, ვნახოთ ყველა გზა, ყველა საშუალება, რომ რომ ეს ქვეყანა არჩევნების გზით, არჩევნებით გავიყვანოთ შეუქცევად ევროპულ გზაზე. ბრძოლა იქნება საჭირო”, – განაცხადა ბეჟაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.