spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ხელისუფლების ამოცანა არის, რომ ემიგრანტები გამორიცხოს საარჩევნო პროცესიდან

ხელისუფლების ამოცანა არის, რომ ემიგრანტები გამორიცხოს საარჩევნო პროცესიდან, ვინაიდან, იციან, რომ ისინი ოპოზიციურ ელექტორატს წარმოადგენენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, გაითვალისწინოს, რომ ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება.

 

“ხელისუფლება ვალდებულია, გაითვალისწინოს, ის რომ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საარჩევნო უფლება, ამავდროულად ვალდებულია, გაამარტივოს საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურები და ვადები, მაგრამ ხელისუფლების ამოცანა არის, რომ ემიგრანტები გამორიცხოს საარჩევნო პროცესიდან, ვინაიდან, ყველამ კარგად იცის,  რომ საქართველოდან წასული მოქალაქეები, სწორედ, ამ ხელისუფლების გამო არიან დღეს იძულებით მიგრაციაში და ბუნებრივია, ოპოზიციურ ელექტორატს წარმოადგენენ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები