spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ეს ინსტიტუტი მიტოვებულია

ის, რომ “ქართული ოცნება” დაფინანსებას დღეს წყვეტს, ეს არის რუსული პოლიტიკის გამოვლინება, რუსული ნარატივი. ყველას კარგად ახსოვს, რომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის მთავარი მოწინააღმდეგე იყო რუსეთის ფედერაცია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ეს ინსტიტუტი მიტოვებულია.

“ის, რომ “ქართული ოცნება” დაფინანსებას დღეს წყვეტს, ეს არის რუსული პოლიტიკის გამოვლინება, რუსული ნარატივი. ყველას კარგად ახსოვს, რომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის მთავარი მოწინააღმდეგე ვინ იყო. ეს იყო რუსეთის ფედერაცია, რომელიც ათას მანიპულაციურ ჭორს ავრცელებდა ამასთან დაკავშირებით, ამიტომ, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ეს ინსტიტუტი მიტოვებულია”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის ფინანსური დახმარება შეუჩერდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები