მერწმუნეთ, ამ ძალადობით ვერავის ვერ შეაშინებენ, რადგან ჩვენს უკან არის სიმართლე, ჩვენი მომავალი თაობის ევროპული კეთილდღეობა, ამიტომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეჭრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი გამოხატავდნენ აგრესიას, რადგან არიან აგონიაში, ხედავენ, რომ ხალხი ყველა უბნისკენ დაიძრა და ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშორდეს ხელისუფლებას.
“რამდენიმე ათეული მანქანა იყო, გაჩერდა, გადმოვიდნენ “დუბინკებით” და სხვადასხვა ნივთებით შეიარაღებულები, შევიდნენ ოფისში, რამდენიმე ადამიანს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და უკვე შესაბამისად, ჩვენებსაც მოუწიათ პასუხის გაცემა, ჩვენი ძალებით მოვახერხეთ და უკუვაგდეთ. ისინი გამოხატავდნენ აგრესიას, რადგან არიან აგონიაში, ხედავენ, რომ ხალხი ყველა უბნისკენ დაიძრა და ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და დღეს გაიმარჯვოს ევროპულმა მომავალმა, ისინი კი ხედავენ, რომ ქართულ ოცნება მარცხდება ამ არჩევნებში და ამიტომ გადადიან აგრესიასა და ძალადობაზე, მაგრამ მერწმუნეთ, ამ ძალადობით ვერავის ვერ შეაშინებენ, რადგან ჩვენს უკან არის სიმართლე, ჩვენი მომავალი თაობის ევროპული კეთილდღეობა, ამიტომ ვიბრძოლებთ ბოლომდე”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.