spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების სისტემაში დავნერგოთ უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანის პრაქტიკა

თბილისში იურისტებისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს.

პოლიტიკოსები იურიდიული კომპანიების ასოციაციის წევრებს ხვდებიან და საარჩევნო პროგრამას აცნობენ.

შეხვედრას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც ესწრებიან. კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების სისტემაში უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანის პრაქტიკა დაინერგოს.

“მნიშვნელოვანი არის, რომ მართლმსაჯულების სისტემაში დავნერგოთ უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანის პრაქტიკა, ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცეს მეტი ბერკეტი, რომ სასამართლო სისტემა აკონტროლოს და სახელისუფლებო ბერკეტები და რესურსები მართლმსაჯულების სისტემაზე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები