spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – მოვითხოვთ, ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ბოდიში საზოგადოების, ვეტერანების, თითოეული გმირის ოჯახის წევრების წინაშე მოიხადონ

მოვითხოვთ, ივანიშვილის პარტიამ და თავად ივანიშვილმა ბოდიში ქართული საზოგადოების, ვეტერანების, თითოეული ქართველი გმირის ოჯახის წევრების წინაშე მოიხადონ, იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს, სწორედ, გორში გააკეთებინა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა – ერთიანობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და დღეს, ივანიშვილის პარტია გადაქცეულია რუსეთის ინტერესების გამტარებლად.

“ივანიშვილის  მოღალატეობრივი განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ” ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და დღეს, ივანიშვილის პარტია გადაქცეულია რუსეთის ინტერესების გამტარებლად. მოღალატეობრივმა განცხადებამ სრულიად საქართველო შეძრა და განსაკუთრებით, კახეთი, სადაც რუსული აგრესიის მსხვერპლი, უამრავი ეროვნული გმირია დასაფლავებული.

სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ ჩვენ, რომ ივანიშვილის პარტიამ და თავად ივანიშვილმა ბოდიში ქართული საზოგადოების, ვეტერანების, თითოეული ქართველი გმირის ოჯახის წევრების წინაშე მოიხადონ, იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს, სწორედ, გორში გააკეთებინა. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ივანიშვილმა ბოდიში საზოგადოების წინაშე მოიხადოს, ხოლო საზოგადოებამ 26 ოქტომბერს ნათელი არჩევანი ევროპული კეთილდღეობისკენ უნდა გააკეთოს და არა სიღატაკის და იზოლაციისკენ, რასაც ივანიშვილი რუსული ვექტორის გავლენით გვთავაზობს. სწორედ 26 ოქტომბერი უნდა იყოს პასუხი იმ მოღალატეობრივ განცხადებაზე, რომელიც ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ისაუბრა.

“26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”, – განაცხადა ივანიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები