ნდობის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუ აშშ-ს, ან ევროპული ქვეყნის ელექტრონული არჩევნების სისტემის ბაზაზე ჩატარდება არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სუს-ის და ცესკოს ჩატარებულ ელექტრონულ არჩევნებს ნდობა ვერ ექნება.
“ელექტრონული არჩევნების ჩატარებაზე, მის უზრუნველყოფაზე უნდა იზრუნონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. ნდობის საკითხი მხოლოდ ამ შემთხვევაში წარმოიშობა, თუ აშშ-ს ან ევროპული ქვეყნის ელექტრონული არჩევნების სისტემის ბაზაზე ჩატარდება არჩევნები. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება საზოგადოებისა და პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ნდობა. სხვა შემთხვევაში, სუს-ის და ცენტრალური სარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, ბუნებრივია ნდობა ვერ ექნება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წელს ამომრჩევლის 70 პროცენტი ხმის მიცემას ელექტრონულად შეძლებს.