ნორმალურ სამართლებრივ ქვეყანაში რატი ბრეგაძეს კითხვებს პროკურატურა უნდა უსვამდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თვმჯდომარის მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” იუსტიციის მინისტრის პარლამენტში მოსმენას არ დაესწრება.
“ნორმალურ, სამართლებრივ ქვეყანაში რატი ბრეგაძეს კითხვებას უნდა უსვამდეს პროკურატურა იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაც მან ჩაიდინა უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკაშირებით და სხვა დანაშაულები, რომლებიც ეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას პენიტენციურ დაწესებულებაში. ყველამ დაადასტურა, რომ საქმე გვაქვს არაადამიანურ და წამების ტოლფას მოპყრობასთან. ბუნებრივია, ამის დამკვეთი იყო რატი ბრეგაძე. ჩვენ არ ვაპირებთ ამ დადგმულ სპექტაკლში, საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში ამ საქმის განხილვას” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
რატი ბრეგაძეს პარლამენტში დღეს “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ.