ოპოზიციამ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვერსია შესთავაზა, მათი ვალდებულებაა, რაღაც გადაწყვეტილება მიიღონ, – აცხადებს საპარლამენტო ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი რუსეთიდან გაზრდილი მიგრაციის შესახებ.
მისი თქმით, ხელისუფლების უმოქმედობა დანაშაულის ტოლფასია.
“საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა აბსოლუტურად მიუღებელია, საპარლამენტო ოპოზიციამ ნაციონალურმა მოძრაობამ შესთავაზა ხელისუფლებას და საზოგადოებას რამდენიმე ვერსია ამ პრობლემის მოგვარების, ეს იყო რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის შეზღუდვა, ქონების შეძენის შეზღუდვა, სამხედრო ბეგარის დაწესების საკითხი, „ლელოს“ აქვს შეთავაზებული სავიზო რეჟიმის დაწესება, ანუ, საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ყველა შესაძლო განვითარება დანახულია და მათი ვალდებულებაა, რაღაც გადაწყვეტილება მაინც მიიღონ. ასეთი უმოქმედობა არის დანაშაულის ტოლფასი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.