spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – პარტიაში არიან ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება იტვირთონ

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, “პარტიის შიგნით იქნება, თუ პარტიის გარეთ, კეთილისმსურველებისგან თავმჯდომარის არჩევის დაკავშირება ახალაიებთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან, ნიშნავს ამ პროცესის დაკნინებას”. 

 

ბეჟაშვილის თქმით, არჩევნების პროცესმა და განახლებამ ბევრად უფრო მეტი საკითხი უნდა გადაწყვიტოს. 

 

მისივე განცხადებით, ეს პროცესი პარტიამ არაერთხელ გაიარა და დარწმუნებულია, ახლაც ასე გაივლის.

 

“რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ამ საკითხზე არც შეთავაზება და არც საუბარი არც ერთი მხარისგან არ ყოფილა. შესაბამისად, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. პარტიაში არიან ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება იტვირთონ და პარტია წაიყვანონ გამარჯვებისკენ. ეს იქნება ხატია დეკანოიძე თუ სხვა, ყველას აქვს რესურსი, პოზიცია ჩამოაყალიბოს და მხარდაჭერა მიიღოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები