spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – “ქართული ოცნების“ მიერ ეს რეალობა ვერ გასაღდება რეკომენდაციების შესრულებად

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოპოზიცია “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მხოლოდ საკუთარ ვერსიას დაუჭერს მხარს.

 

“ბუნებრივია, ოპოზიცია მხარს დაუჭერს “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის საკუთარ ვერსიას და არა იმას, სადაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები შეიძლება, იყვნენ განხილული და ამით აშანტაჟებს ოპოზიციას, თუ გინდათ, არ მივიღებთ და მხოლოდ ისეთ ცვლილებებს მივიღებთ, როგორც მათ უნდათ და სადაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და იქნებიან მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

“ქართული ოცნების“ მიერ ეს რეალობა ვერ გასაღდება რეკომენდაციების შესრულებად და ისეთ შედეგს მივიღებთ, რაც “ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ. 

 

კონსულტაციები ოპოზიციასთან მიმდინარეობს. ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი არ იქნება მხოლოდ სახელებსა და გვარებზე. ოლიგარქის სტატუსი დამოკიდებული არ იქნება მხოლოდ მთლიან შიდა პროდუქტთან მიბმულ ქონებაზე, არამედ ოლიგარქის გარემოს დასაქმებასა და მათ დანიშვნაზე პოლიტიკურ თანამდებობებზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები