spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – “ქართულმა ოცნებამ“ ან უნდა შეასრულოს ეს მოთხოვნები, ან უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან

“ქართული ოცნებისთვის” სახელმძღვანელო უნდა იყოს გუშინდელი დღე, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით,  მმართველმა ძალამ  ან უნდა შეასრულოს  მოთხოვნები, ან  წავიდეს ხელისუფლებიდან.  

 

“ქართული ოცნებისთვის“  სახელმძღვანელო უნდა იყოს გუშინდელი დღე.  პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ ან უნდა შეასრულოს ეს მოთხოვნები, ან უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, სხვა შემთხვევაში, საქართველოს ევროპული მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი რჩება. 

 

საერთაშორისო პარტნიორების რიტორიკაში ყოველდღიურად სულ უფრო მკაცრად დგება ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც რუსი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების საკითხი.

 

წარმოუდგენელია  ქვეყანა ევროკავშირში იყოს,   ნებისმიერი სტატუსით  და ამ ქვეყანას ჰქონდეს  ოლიგარქიული, ჩრდილოვანი მმართველობის პრობლემა.  ამიტომ ბიძინა ივანიშვილმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შეასრულოს პარტნიორების მოთხოვნები,  ან მასაც მოუწევს იმ  ხვედრის გაზიარება, რაც სანქციების დაწესებას უკავშირდება“ , – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები