spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი

მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მოლაპარაკებები იდეაზე, რაც გულისხმობს “ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო საბჭოს, პლატფორმის შექმნას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ერთი მხრივ, მოვახდინოთ მობილიზაცია ყველა იმ სუბიექტის, სამოქალაქო აქტივისტის, პოლიტიკური ლიდერის, ყველა იმ ადამიანის, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანდება და ამ საბჭოში შემადგენლობაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

 

“დღეს პოლიტსაბჭოზე ამ საკითხის განხილვა არ მომხდარა, ვინაიდან ჯერჯერობით მოლაპარაკების და დამუშავების ეტაპზეა ეს თემა. ბუნებრივია, როგორც კი გამოიკვეთება შესაძლო შეთანხმებების მიღწევის კონტურები, ეს საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილება და დამტკიცდება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

ბეჟაშვილის განმარტებით, საუბარი არ არის არანაირი მმართველობით, ფორმალური, თუ არაფორმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე.

 

“საუბარია პლატფორმაზე, ყველა დაინტერესებული პირისთვის შესაძლებლობაზე, მიიღოს მონაწილეობა საბჭოს საქმიანობაში და ჩამოვაყალიბოთ საერთო ხედვები, როგორი უნდა უნდა იყოს ოპოზიციურ ველზე და ზოგადად საარჩევნო გარემოში ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციონირება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ კუთხით უნდა იყოს მიღებული. არანაირი მმართველობითი ფუნქციების ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის და ვერც იქნება არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.

 

იგულისხმება ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს აქტიურად არ არის ჩართული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მართვის პროცესში, აქვს დამსახურება და მონაწილეობა ამ პარტიის განვითარებაში. ბუნებრივია, ეს იქნება ერთგვარი სათათბირო საბჭო, რომელშიც მოხდება ყველა აქტუალური საკითხის განხილვა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაც“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები