spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანების მიზანი იქნება “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის გახლეჩა, ეს იქნება წარუმატებელი

თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ამოცანა იქნება ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მობილიზება და დაორგანიზება, მისასალმებელია, თუ მიზანი იქნება “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის გახლეჩა, ეს იქნება წარუმატებელი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის მომხრე არ არის და საზოგადოებას მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი უნდა ჰქონდეს.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხრეა არ იყოს ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც შეძლონ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრების შექმნა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანის საშუალება თავიანთი  პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად. ბუნებრივია, თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნება და მათი მთავარი ამოცანა იქნება ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მობილიზება და დაორგანიზება, ეს იქნება მისასალმებელი”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

ლევან ბეჟაშვილი პარტია “ლელოს” და “საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლებიც საარჩევნოდ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავენ.

 

“იქნება ეს “ლელო“ თუ გახარია, საზოგადოებისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ჩვენი და მათი ელექტორატი აბსოლუტურად განსხვავებულია. მათი მთავარი ელექტორატია “ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერები და ისინი ცდილობენ ასეთი განცხადებებით “ოცნების” ყოფილი მხარდამჭერების მიბმას”, – აცხადებს ბეჟაშვილი. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები