spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – წარმოუდგენელია დეპოლარიზაცია მოხდეს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხის სამართლიანად და ობიექტურად გადაწყვეტის გარეშე

ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ წევრები  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

 

მხარეებმა, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით 12- პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული საკითხების შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

 

“წარმოუდგენელია დეპოლარიზაცია მოხდეს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხის სამართლიანად და ობიექტურად გადაწყვეტის გარეშე, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაღობა ამ პროცესში.

 

ასევე, მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული საკითხები შესრულდეს იმ სულისკვეთებით, რომელიც მიღებულია ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებში  და ევროკომისიის გადაწყვეტილებებში და არა კოსმეტიკურად – როგორც ეს წარმოუდგენია “ქართულ ოცნებას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქციის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა.

 

მისი თქმით, ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის კუთხით.

 

“ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს არც კი იხილავს. მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა. ასევე, სასამართლო რეფორმის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების და ცვლილებების განხორციელება, ანტიკორუფციული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ოპოზიციას შემოთავაზებული აქვს და შეესაბამება ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებს. მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა, რომელიც ასევე ინიცირებული აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. ეს პროექტი უფრო შეესაბამება ვენეციის კომისიის დასკვნას და მოთხოვნებს. მათ მოინიშნეს ეს საკითხები, რომლებსაც უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილავენ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, მონიტორინგის ჯგუფი, უკვე საკმარის ინფორმაციას ფლობს იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესების ობიექტური ანალიზი მოახდინონ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაში ლევან ბეჟაშვილი და თინათინ ბოკუჩავა მონაწილეობდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები