spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – უახლოესი პერიოდის განმავლობაში მას ექნება საპროგრამო გამოსვლა, რომელიც ახალ გამოწვევებს დაუსახავს პარტიას

თინა იქნება პირველი ქალი, რომელიც იმავდროულად გამოკვეთს ქალების როლს პოლიტიკაში, პარტიაში და უახლოესი პერიოდის განმავლობაში მას ექნება საპროგრამო გამოსვლა, რომელიც ახალ გამოწვევებს დაუსახავს პარტიას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარტიაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

ბეჟაშვილმა ლევან ხაბეიშვილს პარტიისთვის გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრა.

 

“დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში მადლობა ლევანს, რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პარტიულ განვითარებაში ბოლო ორი წლის განმავლობაში. პირადად იბრძოდა და პარტიას ხელმძღვანელობდა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან პირადი თავგანწირვით აჩვენა ჩვენს პარტიულ აქტივს, საზოგადოებას თუ როგორ უნდა ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

 

მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება განპირობებული არის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ფიზიკურმა ძალადობამ ლევან ხაბეიშვილის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ამიტომ მას სჭირდება რეაბილიტაციის პერიოდი და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანია, რომ პარტიამ არ დაკარგოს თავისი ფუნქციონალური დატვირთვა და შესაბამისად, თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი არის. თინა იქნება პირველი ქალი, რომელიც იმავდროულად გამოკვეთს ქალების როლს პოლიტიკაში, პარტიაში და უახლოესი პერიოდის განმავლობაში მას ექნება საპროგრამო გამოსვლა, რომელიც ახალ გამოწვევებს დაუსახავს პარტიას.

 

პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება არ არის საკადრო გადაადგილება. ფრაქციის თავმჯდომარე არის თინათინ ბოკუჩავა, პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩენილი არის ხუთი თვე, ამიტომ რაიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება ცვლილებების თვალსაზრისით მიზანშეუწონლად მიმაჩნია პირადად მე, თუმცა პარტია და ფრაქცია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები