spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – უნდა ვიცოდეთ, რომ “ქართული ოცნება“ არ არის სანდო პარტნიორი და მასთან ბრძოლა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი

უკვე მერამდენედ, ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ვაწყდებით „ქართული ოცნების“ ცნობილ პოლიტიკას – „შეჰპირდი და გადააგდე“, მერამდენედ ხდება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაპირების გაცემა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, როცა „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ საზოგადოების მხრიდან წნეხი ნაკლებია, დაპირებებს ივიწყებს და ხელისუფლების განმტკიცებას ცდილობს.

 

“21 ივნისის შემდეგ, გახსოვთ, როდესაც პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავსულიყავით და როგორ მოხდა მთელი საზოგადოების მოტყუება. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით არჩევნებთან, საკონსტიტუციო ცვლილებებთან, ძალაუფლების განაწილებასთან, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით იყო ერთ ფრაზაში ჩატეული; ეს არის – „დაჰპირდი და გადააგდე“. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიცოდეთ და მიდგომა შევიმუშაოთ მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში და რაც მთავარია, ქართულმა საზოგადოებამ. უნდა ვიცოდეთ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის სანდო პარტნიორი და მასთან ბრძოლა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

 

მმართველი პარტიის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ცინიკურია. როცა ხედავენ, რომ საზოგადოების მხრიდან წნეხი არის ნაკლები, ასეთ განცხადებებზე მიდიან, ყველა დაპირებას ივიწყებენ და ცდილობენ ხელისუფლების კვლავ განმტკიცებას. ამიტომ, ოპოზიცია უნდა გააქტიურდეს პარლამენტში, ქუჩაში და მათ უნდა იგრძნონ საზოგადოების წნეხი, რათა დავანიშნინოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში კოალიციური მმართველობა დავამკვიდროთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი. მისივე თქმით, ის თუ 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენ პროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, გამოჩნდება 2024 წლის წინა პერიოდში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები