spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ვინმეს დადანაშაულება უპასუხისმგებლობაში აბსოლუტურად მიუღებელი და უმართებულოა

რიგგარეშე სხდომის დაანონსება არასწორად მოხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

 

“ლევან ხაბეიშვილის და ანი წითლიძეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით ჰქონდათ ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, ჩვენს პოლონელ პარტნიორებთან. ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყვნენ წარდგენილები, რომელიც დაგეგმილი იყო ბევრად ადრე, ვიდრე რიგგარეშე სხდომის საკითხები გაირკვეოდა. მოხდა მისკომუნიკაცია, პარლამენტის წევრებს შორის, მათ შორის ჩემთანაც. შესაბამისად, არასწორად მოხდა დაანონსება რიგგარეშე სხდომის და ვფიქრობ, ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ ეს მოცემულობა გვაქვს. 

 

ამ შემთხვევაში კუდების ძიება და ვინმეს დადანაშაულება უპასუხისმგებლობაში აბსოლუტურად მიუღებელი და უმართებულოა”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები