spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან დავითაშვილი – ძალიან სამწუხარო იყო და ალბათ, უხერხული მოსასმენი პრეზიდენტის განცხადებები

ძალიან სამწუხარო იყო და ალბათ, უხერხული მოსასმენი პრეზიდენტის განცხადებები. განსაკუთრებით დღევანდელი დღის შესაფერისი არ იყო, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

 

“ეროვნულ დღესასწაულს ერთიანები უნდა შევხვდეთ და მესიჯები, რომლებიც ერთიანობისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ საზოგადოების დაყოფას ემსახურება, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ძალიან მიჭირს, მიმძიმს, ვწუხვარ და არ მსურს, მაგრამ ამაზე სხვანაირი კომენტარის გაკეთება რთულია. 

 

ამ დროს ჩვენ, თითოეული ჩვენი მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ინტერესების გასაძლიერებლად. ზუსტად ეს იქნება ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი. სხვა შემთხვევაში, ერთიანობის გარეშე ჩვენ რეალურ დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის აღიარებას ვერ მოვიპოვებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები