spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან დავითაშვილი – მოვუწოდებდი თითოეულ მოქალაქეს, რომ მარაგების კეთებას აზრი არ აქვს, ლოგისტიკა მუშაობს

მოვუწოდებდი თითოეულ მოქალაქეს, რომ მარაგების კეთებას აზრი არ აქვს, ლოგისტიკა მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 

“ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არის მაღალი ხარისხის კოორდინაცია კონკრეტულ ბიზნესაქტორებთან, იმპორტიორებთან, მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლთან, რადგან ეს პანიკური პროცესები მაქსიმალურად განეიტრალდეს. ასეთი კრიზისული ვითარების მართვის კარგი გამოცდილება გვაქვს სამწუხაროდ, პანდემიის გამო, მაგრამ ეს გამოცდილება დაგროვებულია სამინისტროებში. თითქმის ყველა სამინისტროს აქვს კრიზისის მართვის გამოცდილება, ძალიან მსგავსია ლოგისტიკური ჩავარდნები იმ ჩავარდნების, რომელიც პანდემიის პირობებში გვქონდა. ეს გამოცდილება არსებობს შესაბამისად, ჩვენ მალე დავძლევთ ამას. მოსახლეობას პანდემიის დროს იხილა, რომ პანიკა აზარალებთ მხოლოდ მათ, სინამდვილეში არ იქნებოდა დეფიციტი არც ერთ პროდუქტზე. საქართველოში გეორგაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გამომდინარე ბევრი სხვა ფაქტორიდან, ყოველთვის არსებობს გარკვეული გარდამავალი მარაგი, სხვადასხვა პროდუქტის, ეს არის როგორც წესი, ორ თვემდე მარაგებიც კი, თითქმის ყველა ბიზნესოპერატორს აქვს. შესაბამისად, დღეს, როდესაც ვხედავთ დაცარიელებას დახლების, ეს არის მიწოდების ჯაჭვში ჩავარდნები, პანიკიდან გამომდინარე, როდესაც მებითუმე, მოვაჭრე, საცალო მოვაჭრე თუ იმპორტიორი, ვერ ასწრებს ამ პანიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პროდუქტის მარაგი არის და მომავალ შემოდინებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს სამწუხაროდ იწვევს სპეკულაციებს, მოსახლეობის დაზარალებას. მოვუწოდებდი თითოეულ მოქალაქეს, რომ ამ შემთხვევაში მარაგების კეთებას აზრი არ აქვს, ლოგისტიკა მუშაობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

კითხვაზე, გახდა ცნობილი, რომ უკრაინა, რუსეთი აწესებს შეზღუდვებს და ეს თუ გვიქმნის გამოწვევას და ამ ქვეყნებიდან შემომავალი იმპორტირებული პროდუქციის ალტერნატივა თუ არის უკვე მოძიებული, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ასეთი შეზღუდვები გავლილი აქვს პანდემიის დროს, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა აწესებდა შეზღუდვებს.

 

“გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საბოლოოდ ყველა ქვეყანა, თუ ამის საშუალება აქვს, ის დაინტერესებულია ექსპორტით და ასეთი შეზღუდვები პირველ რიგში ადგილობრივ ბიზნესებს აზარალებს, ამიტომ ალტერნატივები ყოველთვის არის. ალტერნატივები ჩვენ შემთხვევაშიც არის, მათ შორის რეგიონში ჩანაცვლების ალტერნატივებიც, თუმცა უკრაინის შემთხვევაში ეს არის ფიზიკური პრობლემები მიწოდების, გვესმის რა რომ, უბრალოდ ლოგისტიკა ვერ მუშაობს საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე და ეს არის პრობლემა.რუსეთთან მიმართებაში ჯერ სავაჭრო ურთიერთობები არსებობს, ალტერნატივებია შუა აზიის ქვეყნებში, ყაზახეთთან. საქართველო არის ზღვაზე მდებარე ქვეყანა, როდესაც ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად პირდაპირი კავშირები შეფერხების გარეშე მთელ გარესამყაროსთან და მსოფლიოსთან. როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ პროდუქტის მოწოდებაზე, ახლო გეოგრაფიიდან, ამას თავისი უპირატესობა აქვს ფასის კუთხით. აქ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სავაჭრო კავშირები, რომელიც გვაქვს, რათა იაფი პროდუქცია ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას და ნაკლები იყოს ინფლაციური გავლენა. ჩვენი ყველას ინტერესია, ბიზნესი ამაზე მკაფიოდ და მყისიერად რეაგირებას. მთავარია, როდესაც არის კრიზისული ვითარება, იყოს ხარისხიანი მართვა, იყოს მაღალ დონეზე კოორდინაცია, იყოს კომუნიკაცია ყოველდღიური, რასაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ არანაირი მარაგის, დეფიციტის პრობლემა არ გვაქვს და ის დროითი შეფერხებები მოკლე ვადაში არის დაძლევადი. როდესაც პანიკას მივყვებით, მესმის, ეს ემოციურია, მაგრამ ჯობია, რომ მოვისმინოთ ოფიციალური წყაროების ინფორმაცია და რეალურად არ დაზარალდეს ჩვენი მოსახლეობა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები