spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან დოლიძე – თბილისის საკრებულოს ვტოვებ და ვაგრძელებ საქმიანობას გიორგი გახარიას მრჩევლის პოზიციაზე

გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ლევან დოლიძე თბილისის საკრებულოს ტოვებს, თუმცა პარტიაში დარჩება, – ამის შესახებ მან Front News-ს განუცხადა. 

 

მისი თქმით, ის მუშაობას პოლიტიკურ საკითხებზე გააგრძელებს. 

 

“ვაგრძელებ საქმიანობას გიორგი გახარიას მრჩევლის პოზიციაზე, იმ პოზიციაზე, რომელზეც მანამდე ვიმყოფებოდი, ასე რომ, ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება საკრებულოს,  მე მივმართე და ადგილმონაცვლეობა გავაკეთეთ. 

 

ეს არის პირადად ჩემი, ბატონი გიორგი გახარიას და პოლიტიკური გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება.  მე გავაგრძელებ იმ საკითხებზე მუშაობას, რომელზეც ვმუშაობდი არჩევნებამდე,”, – განაცხადა დოლიძემ.   

 

მისი თქმით, მას საკრებულოში დავით ფარცვანია ჩაანაცვლებს.

 

“დავით ფარცვანია, რომელიც სიაში რიგით მეხუთე ნომერი იყო, შევა საკრებულოში და სრულად და აქტიურად  ჩაერთვება ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” მუშაობაში”, – განაცხადა დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები