spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან გოგიჩაიშვილი – არის საკმარისზე მეტი ინფორმაცია, რათა ე.წ. ოცნების კომისიამ დაიბაროს ხარება

“გახარია საქართველოსთვის” პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ზვიად ხარაზიშვილის დაკითხვას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

“2009 წლის 5 მაისს დიდი პოლიტიკური კრიზისის გადასაგორებლად ნაციონალურმა მოძრაობამ მუხროვანის ამბოხი მოიგონა და ეს ფაქტი უდანაშაულო ადამიანებს დააბრალა. ამ მოგონილ ამბოხს შეეწირა გია კრიალაშვილი.

ეს არის ორი გვამის ვიდეო, სადაც კარგად ჩანს როგორ იძლევა მერაბიშვილი ადამიანების დახოცვის ბრძანებას. ამ ვიდეოზე კარგად ჩანს სააკაშვილის სიკვდილის ბრიგადების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დღეს კი უკვე ივანიშვილის რეჟიმის სისხლიანი შემსრულებელი – ხარება, რომელიც, როგორც შემდგომში ირკვევა, სავარაუდოდ, აღასრულებს ამ ბრძანებას.

2013 წლის  23 ივნისს ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია –  ტვ9-ის გასულ სიუჟეტში, ერთ-ერთი ყოფილი სპეცრაზმელი პირდაპირ ხელს ადებს ხარებას და სიტყვა-სიტყვით ამბობს  – „სპეცოპერაცია ჩაატარა სოდის სპეცრაზმმა ზვიად ხარაზიშვილმა კიდე სამ კაცთან ერთად. მათი იარაღი დღესაც პროკურატურაშია. ამ ოთხმა ადამიანმა იმ თვეში 12 000 ლარი პრემია აიღო“.

ხოლო ეს არის ინტერვიუ გია კრიალაშვილის დის, ქალბატონი ლიასი, რომელიც 2014 წლის 3 თებერვლის ამბები.ჯისთან სიტყვა-სიტყვით ამბობს – „მთელმა საქართველომ ნახა კადრები, სადაც მერაბიშვილი დგას და ითხოვს ორ გვამს, თან ამატებს, რომ მოგცემთ დიდ პრემიასო. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც ეს პრემია აიღო, არის ზვიად ხარაზიშვილი, სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა გიას ლიკვიდაციის სპეცოპერაცია და ვინც ჩაცხრილა ჩემი ძმა პირადად. მაშინ ეს ადამიანი სოდის სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო.

ეს ყველაფერი არის საკმარისზე მეტი ინფორმაცია, რათა ე.წ. ოცნების კომისიამ დაიბაროს ხარება, რომლის სახელიც უმძიმეს დანაშაულებთანაა დაკავშირებული.

ქალბატონო თეა, მესმის, რომ თქვენ დამარცხდით მურუსიძესთან, ახლა გაქვთ შანსი არ დამარცხდეთ მიშას კიდევ ერთ  სისხლიან ჯალათ ხარებასთან. გაბედე და დაკითხე ხარება, მაგრამ ამ ე.წ. კომისიის მიზანი არ არის სრული სიმართლის ჩვენება მაყურებლისთვის. მათ ეშინიათ სრული სიმართლის, რაც გახარიას დაბარებისას საქართველოს მოსახლეობამ კარგად დაინახა”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები