spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან გოგიჩაიშვილი – ყველას, ვინც ამ ადამიანის ჯგუფებს ხელმძღვანელობს, მათაც მოუწევთ პასუხის გება ამ საკითხზე, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილს

ივანიშვილმა უნდა იცოდეს, სახელსაც არ ვუწოდებ, რისი თქმაც მინდა, იმდენად პატარა და არარაობა ხარ, ბოლო ჟამის სააკაშვილი ხარ, არაფერი შენგან არ გამოვა და ძალიან ცუდად დაამთავრებ, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოდგენა არ აქვს, ვინ დაესხა თავს, თუმცა ყველა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

“წარმოდგენა არ მაქვს რა უნდოდათ ჩემგან, ძალიან ცუდი შესახედაობის ხალხი იყო, ალკოჰოლის არასასიამოვნო სუნი ასდიოდათ. მათგან ისმოდა რეპლიკები, იყვნენ გამომწვევები. ბევრნი იყვნენ და გამბედაობა მოეცათ, ერთ-ერთმა შეურაცხყოფა მომაყენა და მეც დავუბრუნე პასუხი, დაიწყო სერიოზული ჩხუბი მატარებელში, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამდენი იქნებოდნენ, მაგრამ ფიზიკურად როგორც შემეძლო ყველას გავეცი პასუხი. ეს კადრები მეტროპოლიტენს აქვს და ვითხოვ, რომ ეს კადრები გასაჯაროვდეს. უნდა დაინახოს მთელმა ქვეყანამ, ამ მშიშარა ხროვის სახე, რომ ესევიან ადამიანებს და იმის თავიც არ აქვთ, რომ რაიმე ეფექტი მიიღონ. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ პირადად ჩემგან, სათითაოდ ექნებათ პრობლემები.

სავარაუდოდ, ეს არის აგენტურა, რადგან აგენტურის ვიზუალი ჰქონდათ, მაგრამ ყველას, ვინც ამ ადამიანის ჯგუფებს ხელმძღვანელობს, მათაც მოუწევთ პასუხის გება ამ საკითხზე, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, სახელსაც არ ვუწოდებ, რისი თქმაც მინდა, იმდენად პატარა და არარაობა ხარ, ბოლო ჟამის სააკაშვილი ხარ, არაფერი შენგან არ გამოვა და ძალიან ცუდად დაამთავრებ. უბრალოდ იცოდეთ, რომ ეს არ შეგრჩებათ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავს დღეს დაესხნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები