თავშესაფრებზე რომ დაიწყეს საუბარი, კარგია, რადგან დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობ. არავინ ამახვილებდა ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომლებიც თავშესაფრებშია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანი აცხადებს, რომ თავშესაფრებთან დაკავშირებით მის განცხადებაზე ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი.
“თითქოს, ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემს მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი“, – განაცხადა იოსელიანმა პირველ არხთან.
იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სად მდებარეობს თავშესაფარი. ეს მასალა პირველმა არხმა პროტესტის შემდეგ წაშალა.
აქტივისტები ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის რელოკაციას ითხოვენ.