სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა.
იოსელიანის თქმით, გარეგნული დაზიანებები ყველაზე მეტად “გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს” ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება.
“მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც ამ იზოლატორში იმყოფება. დაკავებულია 25 ადამიანი, რომელიც აქ არის და ყველა მათგანთან მქონდა პირისპირ საუბარი და მოვუსმინე იმ გარემოებების შესახებ, რა პირობებშიც მოხდა მათი დაკავება. რამდენიმე მათგანს აღენიშნება დაზიანებები გარეგნული.
მოვინახულე ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც აქ იმყოფება, მას აღენიშნება გარეგნული დაზიანება. დაზიანებები ყველაზე სერიოზული, რაც მე ვნახე, ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება”, – განაცხადა იოსელიანმა.
სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი სხვადასხვა ქალაქების იზოლატორებშია გადაყვანილი.