spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან იოსელიანი – ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან მივიდე რამე აქციაზე

ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან მივიდე რამე აქციაზე, რაც შეეხებათ მშობლებს, მათთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

 

“მე არანაირი პრობლემა არ მაქვს უშუალოდ ამ ადამიანებთან შეხვედრის, ჩემი ინიციატივით მოხდა მათთან დაკავშირება და კომუნიკაცია. მე ძირითადად მიკავშირდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც მთხოვენ აქციაზე მისვლას, პოლიტიკოსებთან მე არ ვაპირებ, ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან მივიდე რამე აქციაზე. რაც შეეხებათ მშობლებს, მათთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობლემა არ მაქვს.

 

ჩვენ დიდი ხანია, რაც ჩართული ვართ მათი პრობლემის მოგვარების პროცესში. ჩვენი ინიციატივით შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროსთან სამუშაო ჯგუფი და ჩვენი მანდატის ფარგლებში ამ პროცესს ვუწევთ მედიაციას. მთელი ეს პერიოდი ჩვენი თანამშრომლები მათთან ხაზზე არიან და დღესაც ჩემი დეპარტამენტის უფროსი იმყოფებოდა მათთან და კიდევ ერთხელ დაათვალიერა და ნახა ის გარემო, სადაც მათ უწევთ საკუთარი პროტესტის გამოხატვა და ხომ არ აქვთ ხელშეშლა პროტესტის გამოხატვის თვალსაზრისით”, – განაცხადა იოსელიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები