spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან იოსელიანი – ეს პირველი გამარჯვებაა ვეტერანების დაფასების გზაზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ვეტერანების 22-ლარიანი დანამატის იანვრიდან 5-ჯერ გაზრდასთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

 

იოსელიანის თქმით, მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.

 

“პარლამენტში შესვლის პირველი დღიდან, ჯიუტად ვითხოვდით ვეტერანებისთვის სამარცხვინო 22-ლარიანი დახმარების გაზრდას. არ ყოფილა არცერთი შესაძლებლობა, სადაც ეს საკითხი პრინციპულად არ დაგვეყენებინა, მათ შორის პრემიერის დონეზეც. მიხარია, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ისიც კარგად მესმის, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ბევრად მეტი ღირს, მაგრამ ეს პირველი გამარჯვებაა ვეტერანების დაფასების გზაზე.

 

ყველა ვეტერანს ვულოცავ დღევანდელ დღეს და გპირდებით, რომ თქვენი ინტერესებისთვის ბრძოლას კვლავაც გავაგრძელებთ”,– წერს იოსელიანი.

 

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ რამე თუ დაგვიანდება ან რაღაც რიგზე ვერ იქნება, არც თვალყურის დევნება დამეზარება და არც ისევ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი.

 

“შედეგი მიღწეულია, 2022 წლიდან მთავრობის დადგენილებით, ვეტერანების დახმარება წესით ხუთჯერ უნდა გაიზარდოს. სირცხვილია, რომ ვეტერანები დღეს დახმარების სახით მხოლოდ 22 ლარს იღებენ. პარლამენტში შესვლის დღიდან, თითქმის სხდომას არ ჩაუვლია, ეს საკითხი დღის წესრიგში რომ არ დამეყენებინა. 

 

ღარიბაშვილი პარლამენტში რომ იყო, მასაც პირადად მივმართე ამის შესახებ. 

 

რამე თუ დაგვიანდება ან რაღაც რიგზე ვერ იქნება, არც თვალყურის დევნება დამეზარება და არც ისევ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი. 

 

ეგრეა, საქმის კეთება ყველაფერს სჯობს“, – წერს ელისაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები