spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან იოსელიანი – კონსტიტუციური დათქმა ამბობს, რომ მე-10 დღეს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, რაც მოხდა და ლეგიტიმურია

რეგლამენტი ნორმატიული აქტების იერარქიაში არ არის კონსტიტუციაზე უფრო მაღლა, შესაბამისად, კონსტიტუციური დათქმა ამბობს, რომ მე-10 დღეს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, რაც მოხდა და ლეგიტიმურია, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით,  საქართველოს პარლამენტის შეკრება მოხდა სრულიად ლეგიტიმურად კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად.

“ერთადერთი უწყება, რომლისთვისაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ, ესაა საქართველოს პარლამენტი, რომელსაც წარუდგენთ ანგარიშს. საქართველოს პარლამენტის შეკრება მოხდა სრულიად ლეგიტიმურად კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად.

ყველა სხვა მუხლი, ყველა სხვა დათქმა საკანონმდებლო, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი, ვერ იქნება უფრო აღმატებული ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს მეათე დღისა, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო.

რეგლამენტი ნორმატიული აქტების იერარქიაში არ არის კონსტიტუციაზე უფრო მაღლა, შესაბამისად, კონსტიტუციური დათქმა ამბობს, რომ მე-10 დღეს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, რაც მოხდა და ლეგიტიმურია”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები