spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან იოსელიანი – მოვინახულე ყველა დაზარალებული, რომლებიც არიან პალატებში, ერთზე მითხრეს, რომ არის რეანიმაციულ განყოფილებაში

მოვინახულე ყველა დაზარალებული, რომლებიც არიან პალატებში. ერთზე მითხრეს, რომ არის რეანიმაციულ განყოფილებაში და უტარდებოდა ოპერაცია. სხვას ყველას ვესაუბრე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აქციაზე დაშავებულთა შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუღებელი და წარმოუდგენელია, ადამიანებს ასე გაუსწორდე.

“მოვინახულე ყველა დაზარალებული, რომლებიც არიან პალატებში. ერთზე მითხრეს, რომ არის რეანიმაციულ განყოფილებაში და უტარდებოდა ოპერაცია. სხვას ყველას ვესაუბრე. თითქმის ყველას დაზიანება აქვს სახისა და თავის არეში, შესაბამისად, ნათელია, რომ, ამ შემთხვევაში, ძალადობას ადგილი ჰქონდა თავის არეში. მითხრეს, რომ ასევე იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ხელი ჰქონდათ დაზიანებული. ძალიან ცუდია, როდესაც პოლიცია იყენებს სპეციალურ საშუალებებს. ერთია, რომ პოლიციამ ინდივიდუალური ღონისძიება გამოიყენოს იმის მიმართ, ვინც არღვევს კანონს, მაგრამ ადამიანების ცემას არაფერი ამართლებს. უკვე ოთხი დღეა, მოვუწოდებ და დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ როდესაც ხდება საპოლიციო ღონისძიებები, ვიღაც კანონდამრღვევი თუა, მის მიმართ გაატარონ ინდივიდუალური ღონისძიება. აბსოლუტურად მიუღებელია და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ადამიანებს ასე გაუსწორდე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

არსებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სპეცრაზმმა გაზის კაფსულა თვალში მოარტყა, კომაშია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები