ჩვენი ინტერესი არის, რა თქმა უნდა, რომ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი ამ საქმისთვის კონსილიუმის შექმნა იქნება საჭირო, არ იქნება წინააღმდეგობა მისი მხრიდან.
“ჩვენი ინტერესი არის, რა თქმა უნდა, რომ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად მივიღოთ ეს ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულებიდან.
ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქალბატონი მზიას ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ასეთი კონსილიუმის შექმნა იქნება აუცილებელი, რა თქმა უნდა, მე წინააღმდეგი არ ვარ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.