spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან იოსელიანი – ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ჩვენი ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის პერსპექტივიდან გამომდინარე

ევროინტეგრაციის გადაწყვეტილება და შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას გამოხატავს , – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

 

“შემიძლია ვთქვა, რომ ევროინტეგრაციის გადაწყვეტილება და შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას გამოხატავს. ეს ყველა კვლევით დასტურდება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაცია და უსაფრთხოების ქოლგა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაიცავს აგრესიისგან. ამიტომ მგონია, რომ ნებისმიერი აზრი, რომელიც ამ მოცემულობის საპირისპიროა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში არ შედიოდეს.
ყველაფერზე თანახმა, რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ, თანახმა უნდა იყო, რომ გაატარო ისეთი რეფორმები, რომელიც ადამიანის უფლებების სტანდარტს გააუმჯობესებს, რომელიც ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის საფუძველი იქნება. ყველაფერზე თანხმობის მომხრე მეც არ ვარ, რადგან ქვეყანას აქვს თავისი სუვერენული უფლებები, რომელიც უნდა დაიცვას, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ჩვენი ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის პერსპექტივიდან გამომდინარე. ჩვენ, როგორც კონსტიტუციური ორგანო, ვალდებული ვართ, ეს მუხლი სისრულეში მოვიყვანოთ და ვფიქრობ, რომ ამას სახალხო დამცველი და მისი აპარატი თავს ართმევს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის ჩაწერა აუცილებელი არ იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები