spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გია უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

როგორც ცნობილია, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად, რა გახდა დანაშაულის ჩადენის მიზეზი, უცნობია.

ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 15 მარტს მოკლეს. ბრალდებულმა უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ჯანგველაძე ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მძღოლი კი დაიჭრა.

უძილაურის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ აღკვეთას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები