spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – 400 000-მდე პენსიონერს უნდა გაუნულდეს სესხი, თან დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა

ჩვენი მთავარი ამოცანაა, საპენსიო სესხები იყოს განულებული, ხოლო პენსიონერი თუ შემდეგ აიღებს სესხს, იყოს არა კაბალურ, არამედ ადამიანურ პირობებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა “გამარჯვების პლატფორმის“ ორგანიზებით გამართულ საპენსიო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

“უამრავ თქვენგანს რომ გაქვთ სესხები, სადაც 1 500 ლარზე გახდევინებენ 4 000 ლარს, 2 000 ლარზე გახდევინებენ 5 000 ლარს კაბალურ პირობებში, ეს არის ძარცვა და ყაჩაღობა. ამას საერთო არაფერი აქვს არც სესხთან, არც იურიდიულ წარმოებასთან. იცით რა, სესხი თუ აიღო, უნდა გადაიხადოს, არ არის ასე. ეს არის ქურდობა ოფიციალური და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ქურდობა საქართველოში უნდა დამთავრდეს, 400 000-მდე პენსიონერს, თითოეულ თქვენგანს უნდა გაუნულდეს ეს სესხი, თან დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ამიტომ ვართ აქ შეკრებილები, ამიტომ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას. არ დაგვავიწყდეს, ამ სესხებით თქვენ გაყაჩაღებენ, გქურდავენ. ჯერ რა პენსიაა, სასაცილო, აბა, იმ პენსიით იცხოვროს ღარიბაშვილმა, კობახიძემ, თალაკვაძემ, ივანიშვილმა და მერე ამასაც რომ ღლიტავენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს სესხები იყოს განულებული. პენსიონერი თუ შემდეგ აიღებს სესხს, იყოს არა კაბალურ პირობებში, არამედ ადამიანურ პირობებში. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირი, ევროკავშირის ქვეყნებში არსად არ არის 32%, არსად ბუნებაში ეგეთი რამე არ არსებობს. არის, მაქსიმუმ, 2-4-6% სესხები, მაგრამ აქ, საქართველოში ბიძინა ივანიშვილს აქვს ქურდული საბანკო ოლიგარქია აწყობილი.

 

მეორე მნიშვნელოვანი რისი თქმაც გვინდა, არის ასაკის დაწევა მამაკაცებში 60 წლამდე. რამე კი არ დაგვესიზმრა საღამოს, საშუალო ევროპელი მამაკაცი ცხოვრობს 82-83-84 წლამდე საშუალოდ, საქართველოში მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 67 წელი, 80-დან 100 000-მდე მამაკაცია საქართველოში, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, სასწრაფოდ მოხდეს ასაკის დაწევა, ვიდრე ისეთი ეკონომიკური დოვლათი არ შეიქმნება საქართველოში, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო და შემოსავალი, ჩვენ ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და ცხადია, თითოეული თქვენგანის იმედი მაქვს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები