spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – აპირებენ საქმის აღძვრას, მოვუწოდებ დიპლომატებს, ჰქონდეთ რეაქცია მოძალადე, რუსული ოცნების მოქმედებებზე

არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ლაჩარმა, მშიშარა რუსულმა ოცნებამ გადაწყვიტა ჩვენ დაგვაბრალოს, რომ ვცემეთ, თავპირი დავალეწეთ ქოცანცურებს…, – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. 

 

“დაწყებული აქვთ შესაბამისი მოქმედებები და აპირებენ ჩემი უახლოესი გარემოცვის, ენმ-ის თანამშრომლებზე საქმის აღძვრას, რომ თითქოს ჩვენ დავესხით თავს და ვცემეთ… 

 

კასპში, პენსიონერებთან შეხვედრაზე, რომელსაც კასპის ადგილობრივი  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ოჯახში ვმართავდით, თავს დაგვესხა რუსული ოცნების პარტიის წარმომადგენლები, საკრებულოს “მეოცნებე” დეპუტატები, საჯარო მოხელეები გორიდან, ქარელიდან, ხაშურიდან, თბილისიდან და კასპიდან. ალყა შემოარტყეს სახლს, ისროდნენ ქვებს, ძალადობდნენ ქალებზე, ჩვენს თანაგუნდელებზე და… 

 

ეს ჩმორი ნასედკები 3-4 საათი კიოდენ, წიოდენ, კაცობდნენ და ახლა ჩვენებას, ჩვენებაზე იძლევიან (თხზავენ) თითქოს ჩვენ ვცემეთ.

 

მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, დიპლომატებს, ჰქონდეთ რეაქცია მოძალადე, რუსული ოცნების მოქმედებებზე…”, – წერს ხაბეიშვილი.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Flevan.xabeishvili%2Fposts%2Fpfbid02wSScqijtt4GsUvCz5Pq2o4tZqh32tE9VzHKhLhfR2eCeVRRzqQjpDpe9kuf3qyLal&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”310″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები